ინტერვიუ ვიოლა ფონ კრამონთან - ამნისტიის კანონში ორივე მხარისთვის მიუღებელი პუნქტებიც იქნება, თუმცა სწორედ ეს არის კომპრომისის იდეა

რა თქმა უნდა, ამნისტიის კანონში აღმოჩნდება პუნქტები, რომლებიც მიუღებელი იქნება ორივე მხარისთვის, თუმცა სწორედ ეს არის კომპრომისის იდეა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი იმედოვნებს, რომ მხარეები საკითხის მოსაგვარებლად გზას მოძებნიან.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ „ჟან მონეს დიალოგს“ უხელმძღვანელებს. როგორც ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, იგი ევროპარლამენტის ინიციატივით ჩაუდგება სათავეში სამუშაო ჯგუფს, რომელიც ქართველ დეპუტატებთან ერთად შარლ მიშელის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებაში გაწერილი მიზნების მისაღწევად იმუშავებს. „ჟან მონეს დიალოგის“ დაწყება ივნისში იგეგმება. კრამონი იმედოვნებს, რომ უკვე ივლისში საქართველოში ჩამოვა და ევროპარლამენტის სახელით მოლაპარაკებებს გამართავს.

დატოვე კომენტარი