ინტერვიუ გიორგი ბერიძესთან - ზივზივაძესთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ #1TVSPORT
გიორგი ბერიძემ „უიპეშტის“ პრეს-სამსახურთან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა – ბავშვობაზე, კარიერაზე, ოჯახზე, თანაგუნდელ ბუდუ ზივზივაძესა და გიორგი ქინქლაძეზე.
„ჩემთვის მისაბაძი მაგალითი ქინქლაძე იყო. ინგლისის პრემიერლიგაში საოცარი ორი სეზონი ჰქონდა და მე ძალიან მსიამოვნებდა მისი თამაში. ის ჩემი საყვარელი ქართველი ფეხბურთელია.
საერთაშორისო ასპარეზზე კი ასეთი რონალდუა – ნამდვილი ფენომენი. მიყვარდა მისი თამაშის ყურება, ის იყო ძლიერი, ტექნიკური. ყოველთვის ვცდილობდი მიმებაძა, რადგან მოედანზე მისი ცრუ მოძრაობები მომწონდა. ახლანდელი ფეხბურთელებიდან განსაკუთრებით აზარსა და ვინისიუსს ვაფასებ.
ბუდუზე რა ვთქვა, ის ჩემთვის ძმასავითაა! კარგია მასთან ერთად მოედანზე ყოფნა, რადგან ის გოლების მანქანასავითაა. ახლა ზივზივაძე შესანიშნავ ფორმაშია, თითქმის ყოველთვის ისე იხსნება, რომ გაიძულებს საგოლე პასი გააკეთო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბუდუ კარგად მოძრაობს, რაც ჩვენ სივრცეს გვითავისუფლებს.
იანვარში დაქვეითება გვემუქრებოდა, ბოლოს კი ევროთასებისთვის ვიბრძოდით. იანვრის შემდეგ სულ უფრო და უფრო მაღლა დავწინაურდით. „უიპეშტში“ ყოფნისას ჩემი ყველაზე ცუდი მოგონება სათასო ნახევარფინალის წაგებაა „პაკშთან“ – ძალიან გვინდოდა ფინალში თამაში.
ჩემი საუკეთესო გოლი „უიპეშტში“? ასეთი ორია: ერთი გოლი მოედნის ცენტრიდან „პაქშსთან“ რომ გავიტანე და მეორე – შარშან, „ქიშვარდასთან“, – ამბობს გიორგი ბერიძე.