მილანის „ინტერს“ იჯარის წესით განათხოვრებული ფეხბურთელის, ნახევარმცველ ივან პერიშიჩის „ბაიერნიდან“ უკან დაბრუნება არ სურს, – იტყობინება Corriere dello Sport.
წყაროს ინფორმაციით, იტალიელებმა გერმანულ კლუბს ფეხბურთელის იჯარით კიდევ ერთი წლით დატოვება შესთავაზეს. მილანელები 31 წლის ხორვატის „ბაიერნისთვის“ მიყიდვაზეც არ იტყვიან უარს. აღსანიშნავია, რომ კლუბებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელშიც ნახევარმცველის გამოსყიდვის ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს.
„ინტერს“ პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო, ხარჯების შემცირება აქვს გადაწაყვეტილი, პერიშიჩის წლიური ხელფასი კი 4,6 მილიონ ევროს შეადგენს.
2019/2020 წლების სეზონში ხორვატმა გერმანულ კლუბში 22 შეხვერა ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა გააკეთა.