ინტერნეტში „ბარსელონას“ ახალი ფორმის დიზაინის ფოტო გაჩნდა #1TVSPORT
ინტერნეტში „ბარსელონას“ ახალი ფორმის დიზაინის ფოტო გაჩნდა #1TVSPORT

ინტერნეტში გაჩნდა ფოტო, რომელზეც ასახულია „ბარსელონას“ სავარაუდო საშინაო ფორმა 2022-23 წლების სეზონისთვის. მაისური შესრულებულია არა ორ, არამედ სამ ფერში.

მაისურზეა ვიწრო ვერტიკალური ზოლები – წითელი და ორი სახეობის ლურჯი ფერის. ოფიციალური პრეზენტაცია 2022 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

ამ მომენტისთვის „ბარსელონა“ მესამე ადგილზეა ესპანეთის ჩემპიონატში და ლიდერ „ატლეტიკოს“ ორი ქულით ჩამორჩება.

17 აპრილს, კატალონელები ესპანეთის თასის ფინალში „ბილბაოს“ შეხვდებიან.