„ინტერმა“ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
„ინტერმა“ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* იან ზომერს ამ სეზონში შვიდით მეტი „მშრალი“ მატჩი (21) აქვს, ვიდრე გაშვებული გოლი (14).

* „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ცხრა საშინაო მატჩში შვიდი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. ამ სერიისას გუნდმა შვიდჯერ შეინახა „მშრალად“ საკუთარი კარი და მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა.

* „ატლეტიკოს“ არცერთი ზუსტი დარტყმა არ შეუსრულებია. ბოლოს „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ კარში ზუსტი დარტყმის გარეშე მატჩი 2006 წელს ჩაამთავრა – „სპორტინგის“ წინააღმდეგ.

* „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო რვა გასვლით მატჩში, მინიმუმ, ერთ გოლს უშვებს. ეს ყველაზე ცუდი სერიაა კლუბის ისტორიაში.

* „ატლეტიკომ“ ბოლო ოთხი ოფიციალური მატჩიდან სამი წააგო. სამივე ერთნაირი ანგარიშით – 0:1.

* „ინტერს“ ყველა ტურნირზე 9-მატჩიანი მოგებების სერია აქვს – პირველად სიმონე ინძაგის ხელმძღვანელობით.

 

ინტერი-ატლეტიკო 1:0

გოლი: 1:0 არნაუტოვიჩი (79)

ინტერი: ზომერი – პავარი, დე ვრეი, ა. ბასტონი – დარმიანი (69. დუმფრისი), ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი (72. ფრატეზი), დიმარკო (69. კარლოს აუგუსტო) – ტიურამი (46. არნაუტოვიჩი), ლაუტარო მარტინესი (88. ალექსის სანჩესი).

ატლეტიკო: ობლაკი – მოლინა (68. ბარიოსი), ვიტსელი, ხიმენესი (46. სავიჩი), ერმოსო (68. რეინილდო), ლინო – დე პაული, კოკე, საულ ნიგესი (54. მორატა) – ლორენტე, გრიზმანი (78. კორეა).