„ინტერმა“ სიმონე ინძაგისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
„ინტერმა“ სიმონე ინძაგისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ მილანურ კლუბთან ხელშეკრულება განაახლა.

ინძაგი „ინტერს“ 2021 წლიდან უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა მოიგო იტალიის თასი და სუპერთასი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

47 წლის სპეციალისტთან ახალი კონტრაქტი 2025 წლამდე გაფორმდა.

იტალიის ჩემპიონატის ახლად დაწყებულ სეზონში „ინტერმა“ სამი მატჩი ჩაატარა, სამივე მოიგო და 9 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია.