მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ არგენტინელი მაურო იკარდი გუნდის კაპიტანი აღარ არის. ამ გადაწყვეტილების მიზეზზე არაფერი იწერება. „ნერაძურის“ ახალ კაპიტნად მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი დანიშნა.
არსებობს ვარაუდი – იკარდიმ კაპიტნის სამკლაური იმის გამო დაკარგა, რომ ვერ ახერხებს „ინტერთან“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას. მოგვიანებით ასევე, გაჩნდა ინფორმაცია, რომ იკარდი ვენის „რაპიდის“ წინააღმდეგ „ევროპის ლიგის“ მატჩის განაცხადში შეყვანილი არ არის.