იტალიის ჩემპიონმა „ინტერმა“ ბერგამოს „ატალანტადან“ შემადგენლობა გერმანიის ნაკრების მცველით, რობინ გოსენსით შეავსო.
მილანურმა კლუბმა 27 წლის ფეხბურთელი 18-თვიანი იჯარით აიყვანა. როგორც ირკვევა, „ინტერი“ ვალდებული იქნება გამოისყიდოს ეს ფეხბურთელი მაშინვე, როგორც კი ის 2022-23 წლების სეზონში ოფიციალურ მატჩში პირველ გოლს გაიტანს. გამოსასყიდი თანხის ოდენობა – 25 მილიონი ევროა. მილანელები ამ თანხას ოთხი წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გადაიხდიან. სრულფასოვანი ტრანსფერის შემდეგ, ამოქმედდება კონტრაქტი, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
ამ სეზონში მარცხენა მცველმა რვა მატჩი ჩაატარა „ატალანტას“ შემადგენლობაში და ორი გოლი გაიტანა.