მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა განიხილავს შეტევითი ხაზის გაძლიერებას რომელუ ლუკაკუს „ჩელსიში“ გაშვების შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ჩემპიონმა ცოტა ხნის წინ „რომადან“ ედინ ჯეკო შეიძინა, მილანელები ასევე გეგმავენ „გლადბახის“ ფორვარდით მარკუს ტურამით შემადგენლობის შევსებას, – დაწერა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ.
აღნიშნავენ, რომ ტურამის „ინტერში“ შესაძლო გადასვლა განიხილეს მის აგენტთან მინო რაიოლასთან.
გასულ სეზონში მარკუსმა 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.