„ინტერი“ იტალიის ჩემპიონატში კვლავ დაუმარხებელია
„ინტერი“ იტალიის ჩემპიონატში კვლავ დაუმარხებელია

იტალიის სერია A-ში მე-12 ტური მიმდინარეობს. კვირას, ლიდერებს შორის პირველმა მილანის „ინტერმა“ ითამაშა და ეს გუნდი კვლავ დაუმარცხებელია ჩემპიონატში.

თუმცა, მილანელებმა საკუთარ მოედანზე ვერ მოუგეს „ტორინოს“ და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი დაკარგეს.
„ტორინო” ესპანელმა იაგო ფალკემ 59-ე წუთზე დააწინაურა, 79-ე წუთზე ანგარიში იტალიის ნაკრების ფორვარდმა ედერმა გაათანაბრა. საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა.
„ინტერი” 9 მოგებით, სამი ფრითა და 30 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა მის კონკურენტებს ჯერ ჩასატარებელი აქვთ მე-12 ტურის მატჩები.