„ინტერი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს „რომასთან“ ედინ ჯეკოს ტრანსფერზე, – ამტკიცებს Sky Sport Italia.
წყაროს ცნობით, მილანურმა კლუბმა უკვე შეათანხმა ბოსნიელთან ორწლიანი კონტრაქტის პირობები. ახლა, ორი კლუბი განიხილავს ფეხბურთელის ტრანსფერის თანხას, „რომა“ კი დაკავებულია 35 წლის ვეტერანის შემცვლელის ძიებით. ჭორებით, ეს შეიძლება იყოს „ტორინოსა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდი ანდრეა ბელოტი.
უნდა აღინიშნოს, რომ ორი დღის წინ, „რომამ“ ამხანაგურ მატჩში 2:5 წააგო „ბეტისთან“ და ჯეკო მინდორზე არ გამოჩენილა.