„ინტერ მაიამის“ მწვრთნელის, ხერარდო მარტინოს განცხადებით, ლიონელ მესი მოედანზე 14 სექტემბერს დაბრუნდება #1TVSPORT
კოპა ამერიკა 2024-ის ფინალში კოლუმბიის ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ არგენტინის ეროვნული გუნდისა და „ინტერ მაიამის“ თავდამსხმელი ლიონელ მესი რეაბილიტაციის პროცესს გადის.
ამერიკული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხერარდო მარტინოს განცხადებით, მესი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა მისი დასვენება გადაწყვიტეს და მოედანს 14 სექტემბერს დაუბრუნდება.
„მესი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა გადავწყვიტეთ, დამატებითი დასვენების დღეები მიეღო და მოედანზე 14 სექტემბერს, „ფილადელფიასთან“ მატჩში დაბრუნდება“, – განაცხადა მარტინომ.
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის ფინალში არგენტინის ნაკრებმა კოლუმბია 1:0 დაამარცხა. მესიმ კოჭის ტრავმის გამო მოედანი 66-ე წუთზე დატოვა.
ამ მომენტისთვის „ინტერ მაიამი“ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS) 27 ტურის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში 59 ქულით პირველ ადგილზეა.