„ინტერ მაიამი“, სავარაუდოდ, 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
ლიონელ მესის გუნდი „ინტერ მაიამი“, სავარაუდოდ, 2025 წელს ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს, – ინფორმაციას ჟურნალისტი ჯეიკობს ბენი ავრცელებს.
„ინტერ მაიამიმ“ ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) რეგულარული სეზონი მოიგო და „მხარდამჭერთა თასის“ მფლობელი გახდა, ამან კი გუნდს საკლუბო მუნდიალის საგზური მოუტანა. ინფორმაცია ოფიციალურად რამდენიმე დღეში დადასტურდება.
2025 წელს ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი აშშ-ში 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ტურნირის გახსნით მატჩს სწორედ „ინტერ მაიამის“ სტადიონი უმასპინძლებს. შეჯიბრებაში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.