„ინტერ მაიამი“ ბუსკეტსის, ალბასა და სუარესის შეძენასაც გეგმავს #1TVSPORT
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიონელ მესი არც „ბარსელონაში“ ბრუნდება და არც საუდის არაბეთის ჩემპიონატში ითამაშებს – ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ამერიკული „ინტერ მაიამის“ რიგებს შეუერთდება.
არგენტინული გამოცემა TyC Sports-ი კი იუწყება, რომ „ინტერ მაიამის“ გეგმაში ბუსკეტსის, ალბასა და სუარესიც გადაბირებაც შედის და ამერიკული კლუბი, დიდი ალბათობით, მათ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიძენს.
ბუსკეტსი და ალბა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობენ, სუარესი კი ბრაზილიურ „გრემიოში“ ირიცხება.