ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოს მასშტაბით 19 636 ტესტი ჩატარდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოს მასშტაბით 19 636 ტესტი ჩატარდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 19 636 კვლევა ჩატარდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მათ შორის ჩატარდა 11 718 ანტიგენის სწრაფი, ხოლო 7 918 „პისიარ“ ტესტი.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 178 953-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 148 332-მდე.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 657 პირი ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი