InStat-ის სიურპრიზი საქართველოდან - ჩაკვეტაძე მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებშია!
InStat-ის სიურპრიზი საქართველოდან - ჩაკვეტაძე მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებშია!

გიორგი ჩაკვეტაძე InStat-ის ვებ-გვერდმა მსოფლიოს ოქტომბრის თვის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. სპორტული ანალიტიკის ავტორიტეტული კომპანიის ოფიციალურმა გვერდმა საუკეთესოები 21-წლამდელ მოთამაშეთა შორის შეარჩია და სასიხარულოა, რომ ქართველი აქ პირველად მოხვდა.

“Instat წარმოგიდგენთ თვის საუკეთესო მოთამაშეთა გუნდს XI, სადაც 21 წლამდელი ფეხბურთელები შედიან. ჩვენ 3-4-3 წლიანი სქემა შევარჩიეთ. InStat Index-ს მიხედვით, ამ მოთამაშეებს თავის პოზიციაზე მთელს მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებლები გააჩნიათ. რა სიურპრიზებია? დორტმუნდის „ბორუსიადან“ ორი მოთამაშეა – დან აქსელ ზაგადუ და აშრაფ ჰაკიმი. ასევე გვსურს ყურადღება შევაჩეროთ ბელგიის ჩემპიონატში მოთამაშე ორ ახალგაზრდა ფეხბურთელზე – „გენტის“ გიორგი ჩაკვეტაძესა და „შარლერუას“ ვიქტორ ჯეიმს ოსიმჰენზე“ – წერს InStat Index ოფიციალური გვერდი.

InStat Index არის უნიკალური მაჩვენებელი, რომ კომპანია მოთამაშის შესაფასებლად იყენებს – როგორც ერთ კონკრეტულ თამაშში, ასევე მთელი სეზონის განმავლობაში. ამ პროგრამის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ Index-ი მკაცრი ალგორითმის გამოყენებით ავტომატურად გამოითვლება.

InStat-მა ოქტომბრის სიმბოლური ნაკრები 3-4-3 ტაქტიკური მონახაზით შეადგინა და საქართველოს ნაკრების შემტევი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე განაწესა.

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი – 293);

მცველები: აშრაფ ჰაკიმი (დორტმუნდის ბორუსია -325), დან აქსელ ზაგადუ (დორტმუნდის ბორუსია – 316), ნუსაირ მაზრაუი (აიაქსი – 334)

ნახევარმცველები: უსემ აუარი (ლიონი – 286), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი – 314), ჯასტინ კლუივერტი (რომა – 314), კაი ჰავერცი (ლევერკუზენი – 310),

თავდამსხმელები: ვიქტორ ჯეიმს ოსიმჰენი (შარლერუა – 311), კილიან მბაპე (პსჟ – 396), ფიოდორ ჩალოვი (ცსკა – 288).

მოთამაშეთა გუნდებთან ერთად მათი InStat Index-ია მითითებული, ანუ ერთგვარი მარგი ქმედების კოეფიციენტი. ამ ოეფიციენტით ჩაკვეტაძე საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის “რომას” ჰოლანდიელ თავდამსხმელ ჯასტინ კლუივერტთან ერთად მე-5 ადგილზეა.