„ინსაიდერი“ - ხერსონის მიმართულებაზე უკრაინის არმიის კონტრშეტევის დროს 2 000 რუსი სამხედრო ალყაში აღმოჩნდა
„ინსაიდერი“ - ხერსონის მიმართულებაზე უკრაინის არმიის კონტრშეტევის დროს 2 000 რუსი სამხედრო ალყაში აღმოჩნდა

ხერსონის მიმართულებაზე უკრაინის არმიის კონტრშეტევის დროს 2 000 რუსი სამხედრო ალყაში აღმოჩნდა. ამის შესახებ „ინსაიდერის“ კორესპონდენტი უკრაინის შეიარაღებულ ძალების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

უკრაინის არმია ადასტურებს ალყაში მოქცეული ქვედანაყოფების რუსი მეთაურების კონტაქტზე გამოსვლის ინფორმაციას. გავრცელებული ცნობით, სამი რუსული ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა უკრაინიდან „მწვანე დერეფანი“ მოითხოვა.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ვისოკოპოლიას რაიონში ალყაშია მოქცეული სამი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, მათ შორის სპეცდანიშნულების და სატანკო ასეულები.

დატოვე კომენტარი