ინკლუზიური თეატრალური დასი „გლობუსი“ პრემიერისთვის ემზადება
ინკლუზიური თეატრალური დასი „გლობუსი“ პრემიერისთვის ემზადება

ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრალური დასი – გლობუსი პრემიერისთვის ემზადება. ინკლუზიური თეატრი მაყურებელს ლუის ქეროლის მოთხრობის მიხედვით შექმნილ წარმოდგენას წარუდგენს. “სიზმარი ქვეცნობიერ სამყაროზე” – ასე ქვია წარმოდგენას, რომელის მთავარ გმირის ალისას შიშებსა და ემოციებზე გვიყვება.

სპექტაკლში ასახულია ქვეცნობიერში ჩაღრმავების პროცესი და ეტაპები. საბოლოოდ კი, გმირი აცნობიერებს ყოველივეს რაც ადრე ბურუსით იყო მოსილი და თავისუფლდება.

სპექტაკლის პრემიერა 30 მარტს გაიმართება.

ინკლუზიური თეატრი 2015 წელს დაარსდა. თეატრის მიზანი არის შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში.