„ბარსელონას“ ცენტრალური მცველი ინიგო მარტინესი კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში, „ალ ნასრის“ რიგებში გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის ცნობით, 34 წლის მარტინესი არაბულ კლუბთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულის ჩათვლით გააფორმებს, ასევე მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, ხელშეკრულება 2027 წლამდე გააგრძელონ.
ინიგო მარტინესი გასულ სეზონში „ბარსელონას“ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. მან ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა, მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი.
კარიერის მანძილზე ინიგო მარტინესს „რეალ სოსიედადსა“ და ბილბაოს „ატლეტიკში“ უთამაშია.