პარალელურად, იაპონური „ვისელ კობეს“ ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ სურს „ბარსელონაში“ დაბრუნება.
„არ ვიცი რა მოხდება მომავალში, მაგრამ ერთხელ მინდა დავბრუნდე „ბარსელონაში“, ოღონდ, არ ვიცი რა სტატუსით. მინდა დავბრუნდე ჩემს სახლში, რათა დავეხმარო სხვებს. მინდა მივიღო მწვრთნელის ლიცენზია, მაგრამ არ ვიცი, ვიმუშავებ თუ არა ამ მიმართულებით.
დღეს, ჩემთვის არ არის სასიამოვნო „ბარსელონას“ ხილვა ასეთ მდგომარეობაში, როგორ წვალობენ ჩემი მეგობრები ან ახალბედები, რომლებიც ვერ ახერხებენ სასურველი შედეგების მიღწევას. ხოლო, როცა იტანჯებიან ისინი, ვინც გიყვარს – ეს მტკივნეულია“, – განუცხადა ინიესტამ El Mat de Catalunya-ს.
ანდრეს ინიესტა 37 წლისაა, 2002 წლიდან თამაშობდა „ბარსელონაში“, 2018 წელს კი „ვისელ კობეში“ გადავიდა.