„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ კარიერას იაპონიის J-ლიგაში გააგრძელებს.
„მივფრინავ ჩემს ახალ სახლში მეგობართან ერთად“, – დაწერა ესპანელმა საკუთარ „ტვიტერზე“ და კომპანია Rakuten-ის პრეზიდენტ ჰიროსი მიკიტანისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
Rakuten-ი, რომელიც ელექტრონული კომერციით არის დაკავებული, 2017 წლიდან „ბარსელონას“ სატიტულო სპონსორია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ინიესტას ახალი კლუბი იაპონიის „ვისელ კობე“ იქნება. ამ კლუბის მფლობელია Crimson Group, რომელიც Rakuten-ის შვილობილი კომპანიაა.