იაპონიის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩი „შიმიცუსა“ და „ვისელ კობეს“ (3:3) შორის, მასიური ჩხუბით დასრულდა.
კონფლიქტი საფინალო სასტვენისთანავე მას შემდეგ წარმოიშვა, რაც „ვისელ კობეს“ მეკარემ იუჯი როკუტანმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-14 წუთზე კუთხურიდან გაიტანა.
ფეხბურთელების გასაშველებლად მინდორზე სამართალდამცავები გავიდნენ.
აღვნიშნავთ, რომ ჩხუბში მონაწილეობა მიიღეს „ვისელ კობეს“ ლეგიონერებმა – ანდრეს ინიესტამ და ლუკას პოდოლსკიმ.