იაპონურმა კლუბმა „ვისელ კობემ“ ნახევარმცველ ანდრეს ინიესტასთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ გამოაცხადა.
ახალი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
გასულ სეზონში „ვისელ კობემ“ მე-14 ადგილი დაიკავა იაპონიის ჩემპიონატში – 34 ტურში 36 ქულა დააგროვა. 37 წლის ინიესტას ანგარიშზე იყო ოთხი გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა.
ესპანელი იაპონურ გუნდში 2018 წელს „ბარსელონადან“ გადავიდა.