ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ ილაპარაკა ფეხბურთში თავის სამომავლო გეგმებზე სათამაშო კარიერის დასრულები შემდეგ.
„როგორც იტყვიან, დრო ჩემს საწინააღმდეგოდ მუშაობს. არ ვიცი სად ვხედავ საკუთარ თავს, როცა თამაშს დავასრულებ. ხშირად მომდის თავში აზრი იმის შესახებ, რომ მსურს მწვრთნელი გავხდე ან მოვემზადო სპორტული დირექტორის თანამდებობისთვის.
ასე რომ, მინდა ისევ ფეხბურთთან ვიყო დაკავშირებული“, – განაცხადა „ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა.
დღეისთვის, ინიესტა იაპონური კლუბის „ვისელ კობეს“ ფეხბურთელია. 2021 წელს, ესპანელმა იაპონიის ჩემპიონატში 21 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.