ინიესტა ოთხ თვეს ვერ ითამაშებს
ინიესტა ოთხ თვეს ვერ ითამაშებს

იაპონური „ვისელ კობეს“ ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ მძიმე ტრავმა მიიღო – ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და ამის გამო უკვე ოპერაცია გადაიტანა. ესპანელი ოთხ თვეს ვერ შეძლებს თამაშს.

ინციდენტი აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „შანხაისთან“ მატჩის დროს მოხდა. ინიესტამ ამ მატჩში ანგარიში გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმის მსვლელობისას შეცვალეს.

36 წლის ფეხბურთელი ბარსელონაში ჩავიდა და ოპერაციაც სწორედ იქ ჩაუტარდა ცნობილ სპორტულ ქირურგთან რამონ კუგატამ.

ინიესტა იაპონურ კლუბში 2018 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა და 14 ქულა (6 გოლი+8 პასი) დააგროვა.