„ბარსელონას“ ლეგენდარული ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა დანიის საფეხბურთო კლუბის თანამფლობელი გახდა.
ინიესტამ და მისმა კომპანია NSN-მა შეიძინეს დანიის მეორე დივიზიონის კლუბის, „ჰელსინგერის“ აქციათა პაკეტი. გარიგება შედგა შვეიცარიულ კომპანია Stoneweg-თან თანამშრომლობით.
„ჰელსინგერი“ შედარებით ახალგაზრდა კლუბია – ის 2005 წელს არის დაარსებული. ამჟამად, 15 ტურის შემდეგ გუნდი მეშვიდე ადგილზეა დანიის მეორე დივიზიონში.