ინგუშეთის საპროტესტო აქციების რვა ლიდერს ტერორისტული საზოგადოების შექმნა და მასში მონაწილეობა ედება ბრალად

13:45, 29.12.2019

ინგუშეთის საპროტესტო აქციების რვა ლიდერი ექსტრემისტული საზოგადოების ორგანიზების საქმეშია ბრალდებული.

ადვოკატ, მაგომედ ბეკოვის ინფორმაციით, ჩეჩნეთთან საზღვრის ცვლილების მოწინააღმდეგეებს ტერორისტული საზოგადოების შექმნა და მასში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, საპროტესტო აქციების ლიდერებს საქმის პირველ ნაწილში ექვსიდან 10 წლამდე, საქმის მეორე ნაწილში კი ორიდან  ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დაკითხვები 28 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან შეტყობინების დაგვიანების გამო, ყველა პროცესი გადაიდო.

ინგუშეთში საპროტესტო აქციების დროს, ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, ოთხი ლიდერია დაკავებულია. ერთ-ერთი მათგანი, ზარიფა საუტიევა ინგუშეთში პირველი ქალია, რომელიც პოლიტიკური მოტივებითაა დაკავებული.

ინგუშეთში საზღვრის ცვლილების საწინააღდეგო აქციები 2018 წლის ოქტომბერში მიმდინარეობდა.

მსგავსი