ინგრიდა სიმონიტე - ევროპისთვის გეოპოლიტიკური საკითხია, საერთო ხაზში ჰყავდეს ქვეყნები, რომლებთანაც საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, უკრაინა, მოლდოვა, საქართველოს მსგავსი ქვეყნები
ინგრიდა სიმონიტე - ევროპისთვის გეოპოლიტიკური საკითხია, საერთო ხაზში ჰყავდეს ქვეყნები, რომლებთანაც საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, უკრაინა, მოლდოვა, საქართველოს მსგავსი ქვეყნები

ევროპისთვის გეოპოლიტიკური საკითხია, ქვეყნები, რომლებთანაც საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, ჰყავდეს საერთო ხაზში, რეგიონის ქვეყნები, უკრაინა, მოლდოვა; საქართველოს მსგავსი ქვეყნები, თავისთავად, ბალკანეთი, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა სიმონიტემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის გაფართოებისთვის.

„ეს არ არის კოლონიალური მიდგომა, როგორი მოდელიც რუსეთს აქვს, რომ მხოლოდ აკონტროლებს, არამედ ეს არის იმიტომ, რომ მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთო გაგება გვაქვს. ასე რომ, შეკითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირი გაფართოებისთვის მზად, ჩემი პასუხია, დიახ, და ეს იმიტომ არა, რომ უკრაინა ახლა იბრძვის და ადამიანური სიცოცხლით იხდის ფასს ყოველდღიურად ევროპული იდეისთვის, იმიტომ, რომ ერთი წლის წინაც ცხადი იყო ევროკავშირისთვის, რომ ახლოს უნდა ჰყავდეს უკრაინა, ბალკანეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება იქ აღმოჩნდნენ, სადაც ჩვენი ინტერესი არ არის“, – განაცხადა სიმონიტემ.