ინგლისური ვებგვერდი – „არსენალმა“ ბართიშვილთან შეთანხმებას მიაღწია, ქართული მხარე დიდ თანხას მიიღებს #1TVSPORT
ლონდონის „არსენალი“ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ახალგაზრდა ტალანტს, თბილისის „იბერიის“ შემტევს, ანდრია ბართიშვილს დაიმატებს და მასში სოლიდურ თანხასაც გადაიხდის – ინფორმაციას სოციალურ ქსელში „არსენალის“ გულშემატკივრების გვერდი Richiegold-ი ავრცელებს.
„ლონდონის „არსენალმა“ მიაღწია სრულ შეთანხმებას საქართველოს ახალგაზრდა ტალანტის, ანდრია ბართიშვილის კონტრაქტის შესახებ.
„მეთოფეები“ 17 წლის ფეხბურთელს კონტრაქტს დაახლოებით 4.5 მილიონი ფუნტის (5,34 მილიონი დოლარი) სანაცვლოდ გაუფორმებენ. ის ოფიციალურად შეუერთდება „არსენალს“ 2027 წელს, რადგან 18 წლის 2027 წლის 30 მარტს შესრულდება და, საერთაშორისო წესების შესაბამისად, პროფესიული ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებს.
ბართიშვილი კარგი დრიბლიორია, აქვს მოედნის კარგი ხედვა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღების უნარი“.