ინგლისური მედია - პრემიერლიგის ფეხბურთელს არასრულწლოვანის გაუპატიურება ბრალდება
ინგლისური მედია - პრემიერლიგის ფეხბურთელს არასრულწლოვანის გაუპატიურება ბრალდება

ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე ერთ-ერთ ფეხბურთელს არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის ბრალი წაუყენეს. სავარაუდო ინციდენტის დროს დაზარალებული გოგონა 15 წლის იყო, ბრალდებული კი ჩვიდმეტის, – წერს ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ (The Telegraph).

სპორტსმენის სახელს არ ასაჯაროვებენ. ცნობილია, რომ ამჟამად ის 23 წლისაა და ასევე ეჭვმიტანილია მისი 25 წლის ნათესავი. ფრანგი გამომძიებლების მონაცემებით, დანაშაული საფრანგეთის ქალაქ ნიმში 2012 წელს მოხდა.

ეჭვმიტანილები  თავდაპირველად ყველანაირ ბრალდებას უარყოფდნენ, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ გოგონასთან არაძალადობრივი სექსუალური კავშირი ჰქონდათ და მისი არასრულწლოვნობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ბრალდებულების ვინაობის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ არც ერთი მათანი საფრანგეთის მოქალაქე არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ფეხბურთელი და მისი ნათესავი თავდებით არიან განთავისუფლებული.

დატოვე კომენტარი