ინგლისური კლუბები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ
ინგლისური კლუბები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ

პრემიერლიგის კლუბებს განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად ამხანაგური შეხვედრების გამართვის უფლება მისცეს, იტყობინება „ტელეგრაფგი“.

აღსანიშნავია, რომ კლუბებს სპარინგ პარტნიორებთან თამაშის უფლება ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ სამგზავროდ 90 წუთზე მეტი არ დასჭირდებათ, ხოლო თითოეული ფეხბურთელი საკუთარი ტრანსპორტით გაემგზავრება. ამას გარდა, ასეთ მატჩებზე ოფიციალური მსაჯი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პანდემიის გამო შეჩერებული პრემიერლიგის სეზონის განახლება 17 ივნისს იგეგმება.