ინგლისური გამოცემა - არველაძეს „ჰალ სიტი“ რომ არ იწვევდეს, ინგლისურს ინტენსიურად არ შეისწავლიდა #1TVSPORT
„ჰალ სიტისთან“ ასოცირებული მენეჯერისა და ჟურნალისტის, სალიმ მანავას თქმით, შოთა არველაძემ ინგლისურ გუნდში შესაძლო გადასვლამდე დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზა მოითხოვა. ამას ინგლისური გამოცემა football league world ამტკიცებს.
„48 წლის ფეხბურთელს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა გუნდის პოტენციურ მფლობელ აკუნ ილიკალისთან, რომელიც ამჟამად გუნდის აყვანამდე „ჰალ სიტის“ ახალ მენეჯერს არჩევს. გავრცელებული ინფორმაციით, არველაძე და ილიკალი მაშინ დამეგობრდნენ, როდესაც ეს უკანასკნელი თურქეთში სპორტულ ჟურნალისტად მუშაობდა. შოთა არველაძე კი 2010-2015 წლებში ხელმძღვანელობდა „კაისერს“, „კასიმფაშას“ და „ტრაბზონს“, ხოლო შემდეგ ისრაელსა და უზბეკეთში გადავიდა“, – წერს გამოცემა.
2020 წელს მან უზბეკური კლუბი – ტაშკენტის „ფახთაქორი“ დატოვა და მას შემდეგ აღარ უმუშავია. გასულ შაბათ-კვირას „ჰალ სიტის“ ფანებმა მის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული ცნობა არაერთგვაროვნად მიიღეს, სადაც არველაძემ დაწერა, რომ ინგლისურს ახალი გამოწვევებისთვის სწავლობდა. ამან „ჰალ სიტის“ ამჟამინდელი ბოსი – გრანტ მაკკენი გაურკვევლობაში დატოვა, რითაც ირლანდიელის განწყობა შეარყია მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა 2:0 მოიგო.
„შესაძლოა, მწვრთნელი გუნდში იანვრამდე დარჩეს. მაგრამ თუ შედეგები არ გაუმჯობესდება, თურქმა ბიზნესმენმა ილიკალმა თქვა, რომ იგი უახლოეს სამ-ოთხ კვირაში მწვრთნელს შეცვლის. ჩვენი ვერდიქტია, რომ მაკკანის მომავალი დღითი დღე ბნელი ჩანს, მით უმეტეს, რომ ინგლისში არველაძისთვის რაღაცას ამზადებენ. ქართველი მწვრთნელი არ შეისწავლიდა ინგლისურს ისე ინტენსიურად, რაღაც რომ არ ხდებოდეს. ფაქტი, რომ 48 წლის სპეციალისტსა და ილიკალს კარგი ურთიერთობა აქვთ, ნამდვილად გვაფიქრებინებს, რომ კლუბის სათავეში ის მოვა“, – ამტკიცებს football league world.