ინგლისში ყველა სარაგბო ტურნირი გადაიდო
ინგლისში ყველა სარაგბო ტურნირი გადაიდო

17 მარტიდან 14 აპრილამდე ინგლისში არც ერთი სარაგბო ტურნირი არ ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ინგლისის რაგბის ფედერაციამ ქვეყნის მთავრობის მიერ, კორონავირუსის გამო, მასობრივი შეკრებების შეზღუდვის რეკომენდაციის შედეგად მიიღო.

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და პრემიერშიპის მატჩების გარდა, აიკრძალა სავარჯიშო პროცესიც, ასევე სპორტული საგანმანათლებლო კურსები და ლექციები. აღნიშულის შესახებ ინგლისის რაგბის კავშირმა განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა, სადაც გულშემატკივარს შექმნილი სიტუაციის გამო ბოდიში მოუხადა და ყველა მოთამაშეს მისცა რეკომენდაცია, რომ ტურნირების განახლებამდე ინდივიდუალურად, სახლებში ივარჯიშონ, იმისთის რომ სპორტსმენები ფორმიდან არ ამოვარდნენ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, ყველა მნიშვნელოვანი სარაგბო ტურნირი შეჩერებულია.