ინგლისში სატრანსფერო ბაზარი დაიხურა - ბოლო დღის ყველა მნიშვნელოვანი გარიგება
ინგლისში სატრანსფერო ბაზარი დაიხურა - ბოლო დღის ყველა მნიშვნელოვანი გარიგება

* „ინტერმა“ დაადასტურა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი. ბელგიელი მილანურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს და წელიწადში ცხრა მილიონ ევროს მიიღებს.

* ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუიში „ჩელსიდან“ „არსენალში“ გადავიდა. 32 წლის ფეხბურთელში „მეთოფეებმა“ რვა მილიონი ფუნტი გადაიხადეს. კონტრაქტის ხანგრძლივობა უცნობია.

* ჯოვანი ლო სელსო „ბეტისიდან“ „ტოტენჰემში“ გადავიდა. ლონდონელებმა არგენტინელის იჯარაში 16 მილიონი ევრო გადაიხადეს და გამოსყიდვის უფლება მიიღეს.

* „ტოტენჰემმა“ კიდევ ერთი ფეხბურთელი შეიძინა – რაიან სესენიონი „ფულჰემიდან“. 19 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მე-19 ნომერი აიღო.

* „ჩელსის“ მცველმა ტრევორ ჩალობამ კონტრაქტი გააგრძელა ლონდონელებთან 2022 წლის ზაფხულამდე და ამის შემდეგ, იჯარით „ჰადერსფილდში“ გადავიდა.

* „ლესტერმა“ დაადასტურა დენის პრატის შეძენა „სამპდორიიდან“. ბელგიელში ინგლისურმა კლუბმა 20 მილიონი ევრო გადაიხადა.

* დენი დრინკუოტერი „ჩელსიდან“ „ბარნლიში“ წავიდა. გარიგების ფორმა არის – იჯარა.

* „არსენალის“ ფორვარდი ედი ნკეტია ერთი წელს იჯარით ჩემპიონშიფის ბინადარ „ლიდსში“ გაატარებს.

* „მანჩესტერ სიტიმ“ ერთწლიანი იჯარით „დერბიდან“ სკოტ კარსონი აიყვანა.

* კირან ტირნი გლაზგოს „სელტიკიდან“ „არსენალში“ გადავიდა.

* „ბეტისის“ ნახევარმცველი ვიქტორ კამარასა „კრისტალ პალასში“ გადავიდა. ის ერთწლიანი იჯარით ითამაშებს ლონდონში. გამოსასყიდი თანხა 16.3 მილიონი ევრო იქნება.

* „ბრაიტონმა“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ ახალგაზრდა მარჯვენა მცველი რომარიკ იაპი იყიდა. 19 წლის ფრანგმა კონტრაქტი „1+1“ სისტემით გააფორმა.

დატოვე კომენტარი