ინგლისში სამ ცვლილებას აბრუნებენ
ინგლისში სამ ცვლილებას აბრუნებენ

ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა საერთო კრებაზე კენჭი უყარეს 2020/21 წლების სეზონში სამი ცვლილების დაბრუნებას.

SunSport-ის ინფორმაციით, კლუბები ასევე გამოვიდნენ იმ წესის დაბრუნების წინადადებით, როცა სათადარიგოთა სკამზე შვიდი ფეხბურთელი იმყოფება. 2019-20 წლების სეზონის მეორე ნახევარში, მოთამაშეებზე დატვირთვის გაზრდის გამო, კლუბებს ხუთი შეცვლის უფლება მისცეს, სათადარიგოთა სკამზე კი ცხრა ფეხბურთელი იჯდა.

სამი ცვლილების დაბრუნების მთავარი მომხრე იყო „ასტონ ვილა“, რომლის იდეას ბევრმა კლუბმა დაუჭირა მხარი.

შეკრებაზე არ დაუყენებიათ სისტემა VAR-ის გაუქმების საკითხი, თუმცა, არსებობდა ჭორები, რომ „ვესტ ჰემი“ აპირებდა ვიდეოგამეორებების სისტემის კრიტიკით გამოსვლას.

დატოვე კომენტარი