ინგლისში მსაჯმა წითელი ბარათები ბურთის მიმწოდებელ ბიჭებს უჩვენა

13:20, 30.09.2019

ინგლისში, საფეხბურთო კლუბ „იოვილ თაუნის“ მოედანზე მიმდინარე მატჩის დროს, მსაჯმა დროის გაყვანისთვის ბურთის მიმწოდებელი ბიჭები გააძევა.

„არ ვხუმრობთ: მსაჯმა ამწუთას ბურთის მიმწოდებელი ბიჭები გააძევა“, – დაიწერა „იოვილ თაუნის“ ოფიციალურ ტვიტერზე.

თავდაპირველად მსაჯმა მხოლოდ ერთი ბიჭი დასაჯა იმისთვის, რომ სტუმართა გუნდის, „ბრომლის“ ფეხბურთელს ბურთი დროულად არ მიაწოდა, შემდეგ კი დანარჩენებიც მიაყოლა მას.

მატჩი „იოვილ თაუნის“ გამარჯვებით, 3-1 დასრულდა.

მსგავსი