ინგლისში კონტაქტური ვარჯიშები დაუშვეს

20:30, 27.05.2020

ინგლისის პრემიერლიგამ გამოაცხადა, რომ გუნდებს შეუძლიათ კონტაქტური ვარჯიშების ჩატარება, რათა სეზონის განახლებისთვის მოემზადონ.

ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს პრემიერლიგის აქციონერთა ანონიმური ხმის მიცემის დროს.

„ახლა, გუნდებს შეუძლიათ სრული შემადგენლობებით ივარჯიშონ, – წერია პრემიერლიგის განცხადებაში. – მოთამაშეებს კონტაქტური ვარჯიშების უფლება ეძლევათ, მაგრამ მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი არააუცილებელი კონტაქტი. პრიორიტეტად რჩება ტურნირის ყველა მონაწილის ჯანმრთელობა“.

პარალელურად, გრძელდება მოლაპარაკებები ინგლისის ჩემპიონატის განახლებაზე.

მსგავსი