ინგლისში გოგონათა გუნდმა ბიჭების ჩემპიონატი წაუგებლად მოიგო #1TVSPORT
ინგლისში გოგონათა გუნდმა ბიჭების ჩემპიონატი წაუგებლად მოიგო #1TVSPORT

ინგლისში გოგონათა გუნდი ჩემპიონი გახდა ბიჭების 12-წლამდელთა ტურნირზე.

„ქუინზ პარკ ლეიდიზმა“ პირველი ადგილი დაიკავა ბორნმუთის ახალგაზრდული საფეხბურთო  ლიგის მესამე დივიზიონში. გუნდმა არც ერთი მატჩი არ წააგო, 18 მოიგო, ოთხი ფრედ დაასრულა, 61 გოლი გაიტანა და 11 გაუშვა.

გოგონათა „ქუინზ პარკ ლეიდიზმა“ ბიჭებისგან დაკომპლექტებულ 11 გუნდს გაუსწრო, უახლოეს მდევარს კი 16 ქულა მოუგო.

საგულისხმოა ის, რომ თავდაპირველად ადგილობრივ საფეხბურთო ასოციაციას არ სურდა გოგონათა გუნდის დაშვება ბიჭების ტურნირზე, მაგრამ „ქუინზ პარკ ლეიდიზის“ მწვრთნელმა ტობი გრინმა დაარწმუნა ხელმძღვანელობა, რომ მისი გუნდი საკმარისად კარგი იყო იმისთვის, რომ თანაბრად ებრძოლა ბიჭების წინააღმდეგ.