ინგლისში ფეხბურთის დაბრუნებას ივლისში აპირებენ

17:21, 29.03.2020

ინგლისის პრემიერლიგამ და ინგლისის საფეხბურთო ლიგამ, შესაძლოა, მატჩები ივლისში განაახლონ, – იტყობინება „ფუტბოლ ლონდონი“.

ლიგები გეგმავენ თამაშების მაყურებლების გარეშე ჩატარებას, შესაბამისად, ელოდებიან, რომ დიდი ფინანსური დანაკარგი ექნებათ.

გუნდები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ბაზაზე ვარჯიშების განახლებას 13 აპრილის შემდეგ, როცა ინგლისში დასრულდება პანდემიის გამო შემოღებული კარანტინი.

მსგავსი