ინგლისში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 758 ადამიანი დაიღუპა
ინგლისში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 758 ადამიანი დაიღუპა

ინგლისში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 758 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციითვე, კორონავირუსით უელსში 19 ადამიანი დაიღუპა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 212-მდე გაიზარდა.

შოტლანდიაში ვირუსით ერთ დღე-ღამეში 74 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში შოტლანდიაში „კოვიდ 19“-ით 296 ადამიანია გარდაცვლილი.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამი კოვიდინფიცირებული დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჩრდილოეთ ირლანდიაში 73 ადამიანია გარდაცვლილი.