ინგლისმა პირველი ქულები დაკარგა, სპალეტიმ სადებიუტო მატჩი ვერ მოიგო - ევრო2024-ის შესარჩევი, C ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ინგლისმა პირველი ქულები დაკარგა, სპალეტიმ სადებიუტო მატჩი ვერ მოიგო - ევრო2024-ის შესარჩევი, C ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ჩირო იმობილემ მაკედონიის ნაკრებს მესამე გოლი გაუტანა – არც ერთი სხვა ნაკრებისთვის ფორვარდს ამდენი გოლი არ გაუტანია.

* ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების რიგით 36-ე მწვრთნელია და მხოლოდ მეორე ანტონიო კონტეს შემდეგ, ვინც ერთი დაიმავე წელს სკუდეტო მოიგო და შემდეგ ნაკრები ჩაიბარა.

* კაილ უოკერმა ინგლისის ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა. მან ეს 33 წლისა და 105 დღის ასაკში გააკეთა და ამისთვის 77 მატჩი დასჭირდა. უფრო დიდ ასაკში ინგლისის ნაკრებში პირველი გოლი ჯიმი მურმა გაიტანა 1923 წელს – მაშინ ის 34 წლისა და 10 დღის იყო.

* უოკერი 450-ე ფეხბურთელი გახდა, ვინც ინგლისის ნაკრებში გოლი გაიტანა.

 

უკრაინა-ინგლისი             1:1

გოლები: 1:0 ზინჩენკო (26), 1:1 უოკერი (41)

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, მაგუაირი, გეჰი, ჩილუელი, ჰენდერსონი, რაისი, ბელინგემი (65. რეშფორდი), მედისონი (66. ფოდენი), საკა (86. გალაჰერი), კეინი.

მაკედონია-იტალია         1:1

გოლები: 0:1 იმობილე (47), 1:1 ბარდი (81)

იტალია: დონარუმა, დი ლორენცო, მანჩინი (59. სკალვინი), ბასტონი, დიმარკო (82. ბირაგი), კრისტანტე, ბარელა, ტონალი (89. რასპადორი), ძაკანი (82. ნიონტო), პოლიტანო (46. ძანიოლო), იმობილე.

1. ინგლისი 5 4 1 0 16-2 13
2. უკრაინა 4 2 1 1 5-5 7
3. იტალია 3 1 1 1 4-3 4
4. მაკედონია 4 1 1 2 5-12 4
5. მალტა 4 0 0 4 1-9 0