რაგბის მსოფლიო თასზე პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა | იაპონია 2019
რაგბის მსოფლიო თასზე პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე კიდევ ერთი მატჩი გაიმართა.

ერთ-ერთმა ფავორიტმა, ინგლისის ნაკრებმა, არგენტინა 39:10 დაამარცხა, 15 ქულა დააგროვა და მეოთხედფინალში ადგილი გაინაღდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩმა ევროპელების უპირატესობით ჩაიარა და მათი გამარჯვება ეჭვქვეშ წუთითაც არ დამდგარა. არგენტინამ მეტ-ნაკლები წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლომდე შეძლო, შემდეგ კი ინგლისელებმა თავიანთი უპირატესობა რამდენიმე ლელოდ აქციეს.

9 ოქტომბერს არგენტინა ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდება, 12 ოქტომბერს კი ამ ჯგუფის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ინგლისი და საფრანგეთი შეხვდებიან.