ინგლისის პრემიერლიგის დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელად ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დასახელდა, ფეხბურთელად - ალექსანდერ ისაკი #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგამ გასული თვის საუკეთესო მწვრთნელად „ნოტინგემ ფორესტის“ დამირგებელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დაასახელა, ხოლო ფეხბურთელად – „ნიუკასლის“ თავდამსხმელი ალექსანდერ ისაკი.
პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ნოტინგემ ფორესტმა“ დეკემბერში 6 დან 5 შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილსაც იკავებდა, რაც 1994 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ამჟამად „ნოტინგემი“ პრემიერლიგაში მესამეა, ჩამორჩება მხოლოდ „ლივერპულსა“ და „არსენალს“. ეშპირიტუ სანტუმ აღნიშნული პრიზი მიმდინარე სეზონში მეორედ მიიღო.
რაც შეეხება ისაკს, „ნიუკასლის“ შვედმა თავდამსხმელმა დეკემბერში პრემიერლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. მან მეტოქეთა კარის აღება 8-ჯერ მოახერხა, ასევე 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ისაკის გოლი „ლივერპულის“ კარში კი თვის საუკეთესო გოლად დასახელდა.