ინგლისის პრემიერლიგაში ნახევრად ავტომატური თამაშგარე მდგომარეობის დასაფიქსირებელი სისტემა დაინერგება #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგაში ნახევრად ავტომატური თამაშგარე მდგომარეობის დასაფიქსირებელი სისტემა დაინერგება #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგაში ნახევრად ავტომატური თამაშგარე მდგომარეობის დასაფიქსირებელი სისტემა ამოქმედდება, – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

სისტემას რამდენიმე წელია უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს იყენებენ და საეჭვო სიტუაციის შემოწმებას რამდენიმე წამი სჭირდება. ამჟამად პრემიერლიგაში გოლის დროს თამაშგარე მდგომარეობის შემოწმებისთვის VAR-ის ჯიხურში მსხდომი არბიტრები რამდენიმე წუთს კარგავენ.

როგორც ცნობილი ხდება, სისტემის გამოყენება ინგლისურ სტადიონებზე 12 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. თითოეული მატჩის დროს აღნიშნული ტექნოლოგიის სრულფასოვნად მუშაობას ხელს სტადიონზე დამონტაჟებული 28 კამერა შეუწყობს ხელს.