ინგლისის პრემიერლიგაში 2025 წელს ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ ვადები განისაზღვრა #1TVSPORT
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ შიდა ჩემპიონატში, ინგლისის პრემიერლიგაში 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ ვადები განისაზღვრა.
სატრანფერო „ფანჯარა“ პირველად 2025 წლის პირველ ივნისს გაიხსნება და 10 ივნისს დაიხურება. შემდეგ კი 16 ივნისიდან პირველი სექტემბრამდე იქნება ღია.
ამ ყველაფრის მიზეზი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატია, რომელიც აშშ-ში 14 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაიმართება. პრემიერლიგიდან ტურნირზე მონაწილე კლუბებს საშუალება ექნებათ, პირველიდან 10 ივნისის ჩათვლით დამატებული ფეხბურთელები შეჯიბრებისთვის დაარეგისტრირონ.
უკვე ისიც ცნობილია, რომ ინგლისის ჩემპიონატის 2025/26 წლის სეზონი 16 აგვისტოს დაიწყება.