ინგლისის პრემიერლიგას ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში ხუთი გუნდის გაყვანის უფლება ექნება #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგას ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში ხუთი გუნდის გაყვანის უფლება ექნება #1TVSPORT

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „არსენალმა“ მადრიდის „რეალი“ 3:0 დაამარცა, რის შემდეგაც ოფიციალურად გაირკვა, რომ ინგლისის პრემიერლიგას ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ სეზონში ხუთი გუნდის გაყვანის უფლება ექნება.

ინგლისს ამჟამად 24.536 ქულა აქვს და სხვა ქვეყნის ტოპ ჩემპიონატებისთვის მიუწვდომელია, შესაბამისად – ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე დამატებით ადგილს მიიღებს.

პოტენციურად, პრემიერლიგიდან მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე გუნდის ხილვაც შეიძლება, თუ ევროპის ლიგას წელს „ტოტენჰემი“ ან „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოიგებს. ამ გუნდებს პრემიერლიგის საუკეთესო ხუთეულში შანსი, პრაქტიკულად, აღარ აქვთ და წარმატებით ასპარეზობენ ევროპის ლიგაზე, სადაც მეოთხედფინალში ითამაშებენ.

ამ მომენტისთვის ინგლისის პრემიერლიგის პირველ ხუთეულში „ლივერპული“, „არსენალი“, „ნოტინგემი“, „ჩელსი“ და „ნიუკასლი“ არიან.