ინგლისის პრემიერლიგამ თვის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგამ თვის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგამ დეკემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა. საუკეთესო მწვრთნელის ტიტული „ასტონ ვილას“ დამრიგებელმა, უნაი ემერიმ მოიპოვა, ხოლო ფეხბურთელის – „ბორნმუთის“ თავდამსხმელმა, დომინიკ სოლანკემ.

ესპანელი უნაი ემერის „ასტონ ვილამ“ 2023 წლის დეკემბერში „მანჩესტერ სიტი“, „არსენალი“, „ბრენტფორდი“ და „ბარნლი“ დაამარცხა. გუნდს ამჟამად 42 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში, ყველასთვის მოულოდნელად, მეორე ადგილზეა. პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი ემერი კარიერაში მეორედ გახდა.

რაც შეეხება საუკეთესო ფეხბურთელს, დომინიკ სოლანკემ დეკემბერში ექვსი გოლი გაიტანა. მან „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ ჰეთთრიქი შეასრულა. ჯამში, ინგლისელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 12 გოლი დააგროვა. „ბორნმუთის“ ფეხბურთელისთვის ეს აღიარება კარიერაში პირველია.

ინგლისის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა დეკემბრის თვის საუკეთესო გოლისთვის გატანილი ჯილდო „ლივერპულის“ არგენტინელ ნახევარმცველს, ალექსის მაკ ალისტერს გადასცეს, ხოლო საუკეთესო „სეივის“ ავტორი „შეფილდ იუნაიტედის“ მეკარე ვეს ფოდერინგემი გახდა.