ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ „ევერტონს“ ფინანსური რეგულაციების დარღვევის გამო ორი ქულა ჩამოაკლდა.
მიმდინარე სეზონის მსვლელობისას პრემიერლიგამ „ევერტონს“ 10 ქულა დააკლო, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ ოთხი ქულა დაუბრუნა. ჯამში, ამ მომენტისთვის ლივერპულელებს რვა ქულით ნაკლები აქვთ.
„ევერტონი“ ინგლისის უმაღლესი დივიზიონის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნთა ზონას მხოლოდ ორი ქულით ასწრებს. კლუბი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ფინანსური რეგულაციების დარღვევისთვის ლიგამ „ნოტინგემ ფორესტიც“ დასაჯა და ოთხი ქულა დააკლო.