ინგლისის პრემიერლიგამ აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად ჯეკ გრილიში დაასახელა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგამ აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად ჯეკ გრილიში დაასახელა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგამ აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული „ევერტონის“ ინგლისელ გარემარბს, ჯეკ გრილიშს მიანიჭა.

გრილიში მერსისაიდულ გუნდს „მანჩესტერ სიტიდან“ იჯარის წესით შეუერთდა და აგვისტოში ჩატარებულ ორ შეხვედრაში ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ევერტონს“ გრილიშის გამოსყიდვის უფლება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ექნება.

30 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტიმ“ 2021 წელს „ასტონ ვილადან“ 100 მილიონ ევროდ შეიძინა.