ინგლისის პრემიერლიგა მოლაპარაკებებს აწარმოებს მთავრობასთან სეზონის ივნისში განახლებასთან დაკავშირებით
ინგლისის პრემიერლიგა მოლაპარაკებებს აწარმოებს მთავრობასთან სეზონის ივნისში განახლებასთან დაკავშირებით

პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ პროგრესს მიაღწია ბრიტანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებისას, რომელიც ივნისში საფეხბურთო სეზონის განახლებას შეეხება.

გაზეთ „მირორის“ ინფორმაციით, მხარეებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ინგლისის ჩემპიონატის მატჩების მაყურებლების გარეშე ჩატარების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ინფექციის პიკი ბრიტანეთში რამდენიმე კვირაში დადგება, ამიტომაც მატჩების ჩატარებისთვის ყველა აუცილებელი პირობა მკაცრად იქნება დაცული.

ამასთან, პრემიერლიგაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, სეზონის განახლება უფრო გრძელი ვადით გადაიდება.